დავით ნარმანია:თანამოქალაქეებს ორ ახალ პროგრამას შევთავაზებთ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით

თბილისის მერია მომავალი წლის ბიუჯეტით მოსახლეობას ორ ახალ პროგრამას შესთავაზებს, – ამის შესახებ დავით ნარმანიამ განაცხადა. დავით ნარმანიას განცხადებით, მთავარი პრიორიტეტები კვლავ უცვლელია – ეს არის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწყობა, საბავშვო ბაღები, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ქალაქის გამწვანება. “თანამოქალაქეებს ორ ახალ პროგრამას შევთავაზებთ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით, რაც მათ მდგომარეობას უფრო მეტად გააუმჯობესებს და საჭიროებებს, რომელიც მათ გააჩნიათ ადეკვატურად უპასუხებს ეს პროგრამები. ჩვენ წელს არ დაგვრჩენია არც ერთი ადამიანი, რომელსაც არ დავეხმარეთ იქნება ოპერაციების დაფინანსება, თუ სხვა სოციალური შემწეობები. მათ შორის ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე ცალკე ახალი პროგრამები გავაკეთეთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.