დავით ოქიტაშვილი ამბობს, რომ კულტურის მინისტრის პოსტი მისთვის არ შეუთავაზებიათ

კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი მისი კულტურის მინისტრის პოსტზე შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„ამ ფაქტს არ ვადასტურებ. ტელეკომპანია „მაესტრომ” გაავრცელა არასწორი ინფორმაცია გუშინ საღამოს. ჩემთან პირდად ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. მე ვმუშაობ კულტურის პალატაში წყნარად და კარგად”, – განუცხადა „რეპორტიორს” ოქიტაშვილმა.

Comments
Loading...