დავით ფაღავა დავით ნარმანიას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს

„საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი დავით ფაღავა დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს!!!
თბილისი დაიღალა!!!!!
ერთ წელზე მეტი გავიდა იმის შემდეგ,რაც თბილისელებმა დავით ნარმანიას „ჯიგარი აწონეს“ და დედაქალაქის მერად აირჩიეს.მისი საარჩევნო პროგრამა 41 პუნქტიანი იყო,მაგრამ ამ პუნქტებიდან მხოლოდ რამოდენიმე თუ შესრულდა.
თბილისში უამრავი პრობლემა არსებობს, რომლებიც დედაქალაქის მკვიდრთ თუ სტუმრებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ხელისუფლებათა ცვლილების ფონზე დედაქალაქიც იცვლის იერს, მაგრამ პრობლემები პრობლემებად რჩება.
მერობის კანდიდატი გამარჯვებამდე აქტიურად აცხადებდა,რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აქტიურად შეუდგებოდა იმ დაპირებების შესრულებას, რომლებიც წინასაარჩევნო პროგრამაში ჰქონდა გაწერილი.იგი აცხადებდა,რომ მის პროგრამაში არ იქნებოდა ისეთი დაპირება,რომელიც შემდეგში არ ან ვერ შესრულდებოდა,მაგრამ ნებსით თუ უნებლიედ მან იცრუა. ერთად გავიხსენოთ ჩვენი „ჯიგრიანი“ მერის რამოდენიმე დაპირება(თბილისის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, მიუსაფარი ადამინების დახმარება, დევნილთა პრობლემები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, უმუშევრობა და ქალაქის გამწვანება ნარმანიას პროგრამის პრიორიტეტები იყო)რომლის შესრულებაც ძალიან ნელ ტემპში მიმდინარეობს ან (როგორც უკვე ტრადიციად იქცა ყველა მთავრობის მხრიდან)რომელიც დაპირებად დარჩა.

1.ყველას ძალიან კარგად უნდა ახსოვდეს 1 მილიონი ხის დარგვის დაპირების პუნქტი.
“ჩვენ არ ვპირდებით ამომრჩეველს ისეთ რამეს, რაც კანონმდებლობით თბილისის უფლებამოსილება არ არის, ან რომლის განხორციელებასაც ფინანსურად ვერ შევძლებთ. ჩვენ ყველა რეალური და ობიექტური წინასაარჩევნო პროგრამა დავდეთ. ეს შეეხება 1 მილიონი ხის დარგვასაც, ეს რეალურია აბსოლუტურად, ეს პუნქტი გავლილია მეცნიერებთან შესაბამისი გაანგარიშებებით”, – აცხადებდა მაშინდელი მერობის კანდიდატი.
მართლაც ქალაქის მერიამ დაიწყო ხეების დარგვა,მაგრამ მოდით გადავხედოთ,როგორი ტემპით მიმდინარეობს ეს პროექტი.გასულ შემოდგომაზე მერიამ 19 500 ხე დარგო, 15 500 ხე კერძო სექტორმა დარგო მერიის მიერ მითითებულ ტერიტორიებზე, თბილისში 2015 წელს მთელი წლის განმავლობაში დაირგვება კიდევ 54 000 ხე, მთელი წლის განმავლობაში 400 000 ძირი უნდა დაირგას და ამ 400 000-დან 150 000 ნერგი პარკში უკვე გაზაფხულზე დაირგვება.მისასალმებელია ის ფაქტი,რომ მერიამ დაიწყო ამ პროექტის განხორციელება,მაგრამ მოდი მივაქციოთ იმას ყურადღება,რომ მერიას დასარგავი აქვს 1 მილიონი ხე(როგორც ეს ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირებაში ეწერა),ხოლო იმ ტემპით,რომლითაც მიმდინარეობს ეს პროცესი,მინიმუმ 20 წელია საჭირო იმისათვის,რომ 1 მილიონი ხე დაირგას დედაქალაქში,აშკარაა რომ ამ პირობის შესრულება ნარმანიას მერობის პერიოდში შეუძლებელი და აბსურდულია.გამომდინარე აქედან ნარმანიას გააზრებულიც კი არ ქონდა როგორ შეძლებდა დანაპირების ასრულებას დედაქალაქელებისათვის.საინტერესოა საერთოდ საიდან მოუვიდა ეს იდეა ბატონ დავითს, ბევრი იფიქრა?!-არა მეგობრებო, ეს არის ანალოგი იმ კამპანიისა,რომელიც რუსეთის მთავრობამ დაიწყო 2013 წელს შემდეგი სახელწოდებით-„1 მილიონი ხე მილიონიან ქალაქში“.სამწუხაროა ის ფაქტი,რომ თბილისის მერიამ ხეების დარგვის მაგივრად ხეების ჭრა დაიწყო.იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები უკანონოდ, საკრებულოს განხილვის გარეშე მოიჭრა,მერიის დავალებით,ასევე მოიჭრა ვაკის პარკში რამდენიმე საღი ხე და დიღმის ტყეპარკში გაიჩეხა წითელ წიგნში შესული ჯიშები.
იმედი მაქვს ქალაქის მერია შეწყვეტს ხეების უკანონოდ ჭრას და აღარ შეასრულებს კერძო ინვესტორების დავალებებს,რომლებსაც ასრულებდა აწ უკვე ყოფილი მერი(ჯიბის გასასქელებლად).ბატონო დავით თქვენ ხალხმა აგირჩიათ და უნდა აღასრულოთ ხალხის ნება…….ბოლოს და ბოლოს ბატონო დავით „ტყე შეუნახე შვილებსაო“ ეს ხომ მაინც გსმენიათ…..
2. ნარმანიას დაპირებები ასევე მოიცავდა ეფექტური სატრანსპორტო სისტემის შექმნას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ნაკლებ მობილური ადამიანების სამგზავრო მომსახურეობის სრულყოფაზე იქნებოდა მიმართული.
ძალიან მიჭირს გავიხსენო თუ რა ღონისძიებები გატარდა 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შემდეგ ჩვენს დედაქალაქში,შშმ პირების საზოგადოებაში ადაპტირებისათვის.საქართველოს მთავრობის დადგენილებაში (2014 წელი,6 იანვარი,#41) პირდაპირ იყო მითითებული შშმ პირებისათვის ადაპტირებული სივრცის მოწყობაზე,მაგრამ მერიამ ყურადღება არ მიაქცია ამ ყველაფერს..მათი დასაქმების საკითხი ისევ პრობლემად რჩება…….
კანონი აღიარებს მათ უფლებებს,თუმცა ვერ იცავს მათ…..შშმ პირებისათვის უნდა იყოს მოწყობილი სპეციალური ბილიკები და ტრანსპორტი,რაზეც მერია საერთოდ არ ზრუნავს….ყველამ ძალიან კარგად იცის თუ როგორ არის ჩახერგილი პანდუსები ავტომობილების მიერ თბილისის ქუჩებში არასწორად შექმნილი პირობების გამო….მიწისქვეშა გადასასვლებებში,ან თუნდაც მიწისზედა გადასასვლელებზე მოწყობილი კიბეები,რომლებიც არაპროფესიონალურად არის გაკეთებული,ანუ დახრის გრადუსი არ არის ზუსტად გათვლილი და ფაქტობრივად შეუძლებელია შშმპ-სათვის მათი გამოყენება….
შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს,არსებობს შეზღუდული გარემო და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის….დროა მერია გამოფხიზლდეს და მიხედოს ამ პრობლემებს…დროა იზრუნოს შშმ პირების საზოგადოებაში ადაპტაციაზე.
3. „ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მერია მრავალშვილიან ოჯახებსაც დაეხმარება.მესამე შვილის შეძენის შემდეგ, ოჯახი 800 ლარიან შემწეობას მიიღებს, მე-4 შვილის შემთხვევაში 1000-ს, ხოლო მე-5 და მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში შემწეობა 1500 ლარი იქნება. მუნიციპალიტეტიდან შესაბამის კომპენსაციებს მიიღებენ ასევე მზრუნველობამოკლებული და მარჩენალდაკარგული ოჯახები“-აცხადებდა მერობის კანდიდატი.მინდა პირადად მას ვკითხო,პოსტის დაკავების შემდეგ.რამდენჯერ ყოფილა მრავალშვილიან ოჯახებში,უკითხავს თუ არა რა ულხინთ(ნაკლებად) ან რა უჭირთ მათ,იცის თუ არა იმის შესახებ,რომ მრავალშვილიანი ოჯახების უმეტესობას საშუალებაც კი არ აქვს ნორმალური განათლება მიაღებინოს შვილებს,ნორმალურად გამოკვებოს,ატაროს სპორტზე ან სხვადასხვა წრეებზე.მათ ელემენტარულად იმის საშუალებაც კი არ აქვთ,რომ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები,არ აქვთ საშუალება იქონიონ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთები,როგორიც არის ელემენტარულად „სარეცხი მანქანა“….სირცხვილია…
უნდა გრცხვენოდეთ ბატონო დავით….
ეს იყო არასრული ჩამონათვალი იმ დაპირებებისა,რომელთა შესრულებაც დავით ნარმანიამ ერთი წლის განმავლობაში არამცთუ ვერ შეძლო,არამედ არც მიაქცია ყურადღება.ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი,რომ დავით ნარმანია საერთოდ არ ზრუნავს თბილისელებზე და დაკავებულია ბავშვობის მეგობრებზე ზრუნვით…დროა მემგონი ბატონო დავით თვალი გაახილოთ და დაინახოთ რა ხდება დედაქალაქში,დაინახოთ გადათხრილი გზები,ორმოებისა და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ქალაქში შექმნილი საცობები(ამ გზებზე დასაქმებული არაპროფესიონალი ხალხი),სითი პარკის „კანონიერი ყაჩაღობა“,რომელიც კვლავ განაგრძობს დედაქალაქელების დამცირებას და „დაყაჩაღებას“,სოციალურად დაუცველი ადამიანები,რომლებიც ღამეს ცივ ქუჩებში ათევენ,დაბინძურებული და ჩაბნელებული მიწისქვეშა გადასასვლელები,ასევე მიწისზედა გადასასვლელები,რომლებზე გადასვლაც თბილისის მცხოვრებლებს რისკის ფასად უჯდებათ,ეკოლოგიური პრობლემები,დაბინძურებული გარემო და ასე შემდეგ…ვიცით,რომ გზების თემა თქვენთვის „აქილევსის ქუსლია“,კარგად გვახსოვს,რომ თქვენ ვერ მოახერხეთ ვერც ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალის და ვერც თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობაში მნიშვნელოვანი წინსვლა,მაგრამ მოგიწოდებთ,რომ მოაწესრიგოთ თბილისის გზებზე არსებული პრობლემები დაუყოვნებლივ!!!
ყველამ ძალიან კარგად იცის რა ხდება მერიაში,როგორი კადრებით არის დაკომპლექტებული მერიის სამსახურები,მოგიწოდებთ დროულად აღკვეთოთ ის ნეპოტიზმის ფაქტები,რომლებიც ხორციელდებოდა თქვენი წინამორბედის მერობის დროს და ახლაც გრძელდება.მიეცით საშუალება პროფესიონალ კადრებს და იზრუნონ ქალაქის განვითარებაზე.
ბატონო დავით მოგიწოდებთ დროულად გამოასწოროთ ის შეცდომები,რომლებიც ერთი წლის განმავლობაში დაუშვით და დროულად შეუდგეთ დანაპირების შესრულებას…მინდა შეგახსენოთ,რომ თქვენ თბილისელებმა აგირჩიეს და არა თქვენმა ნათესავებმა… თბილისელები „მშვიდად“ ვაკვირდებიათ ამ პროცესებს და დამიჯერეთ,თუ ასე გაგრძელდა მერიის“მუშაობა“ თქვენი მეთაურობით,სათქმელს ძალიან მალე ვიტყვით…

Comments
Loading...