დავით ფაღავას განცხადება თავდაცვის სამინისტროსთან ჩატარებულ აქციაზე

18 ნოემბერს თავდაცვის სამინისტროს შენობასთან გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, რომლის ორგანიზატორიც იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა“, სიტყვით გამოვიდა ორგანიზაციის ლიდერი დავით ფაღავა, რომელმაც განაცხადა.
2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო ასეთი,რომ შეცვლიდა საარჩევნო სისტემასა და გარემოს,აღარ ექნებოდა არავის საშუალება გაეყალბებინა არჩევნები და ექნებოდა ხალხს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება.სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა.საგარეჯოში 31 ოქტომბერს ჩატარდა შუალედური არჩევნები,რომლის გაყალბებაში მონაწილეობა მიიღო თინა ხიდაშელმა მისი „ამფსონებითურთ“,არჩევნების გაყალბებაში ასევე აქტიურად იყო ჩართული გიგლა აგულაშვილი და მთავრობის სხვადასხვა მაღალჩინოსანი.(გამგებლები,დეპუტატები,პოლიციელები და ასე შემდეგ).
აუცილებელია სამოქალაქო საზოგადეობა დაინტერესდეს ამ ფაქტით და დააკვირდეს მიმდინარე პროცესებს,სამწუხაროა რომ ამის მითითება მიწევს.პირველ რიგში არჩევნების გაყალბების წინააღმდეგი საზოგადოება უნდა იყოს, “რესპუბლიკურ პარტიას“ არ უნდა მივცეთ უფლება განაგრძოს იმ მეთოდებით ბრძოლა,რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედებდა 9 წლის განმავლობაში.ასევე ჩემთვის მიუღებელია ისეთი სახალხო დამცველი,რომელსაც პროტესტის გამოხატვის ასეთი უკიდურესი ფორმა არაფრად მიაჩნია და თავს არიდებს პოზიციის დაფიქსირებას.დავით ფაღავამ ასევე ამხილა ის არასამთავრობო ორგანიზაციები,რომლებიც არიან რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგიის გამტარებლები და მან
ისინი ხიდაშელის პირადი მიზნებისთვის მებრძოლ ორგანიზაციებად მოიხსენია.
მან გააჟღერა დღევანდელი აქციის მიმდინარეობის დროს ძირითადი მოთხოვნები:დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი. კანონის ძალით უნდა მოხდეს არჩევნების გაყალბებაში მონაწილე ყველა პირის დასჯა,აუცილებელია შეიცვალოს საარჩევნო გარემო,რათა 2016 წლის არჩევნებში აღარ განმეორდეს ასეთი ფაქტი.

Leave A Reply

Your email address will not be published.