დავით საყვარელიძე: ნარკომანმა და მექრთამე ლაშა ნაცვლიშვილმა რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ შემოგვთავაზა, გვეყიდა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერები

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის თქმით, ლაშა ნაცვლიშვილი მის მეგობარს ბიძინა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებს სთავაზობდა რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ.

ამის შესახებ საყვარელიძემ გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში უკრაინიდან ჩართვისას ისაუბრა.

„ნარკომანმა და მექრთამე ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც საკუთარ კაბინეტში იკეთებდა წამალს, მაგის ვენებს და ტვინს მაინც არაფერი ეშველება, მოღალატე მოღალატეა და უნდა ვთქვა აუცილებლად, ლაშა ნაცვლიშვილი 2013 წლის ბოლოს, ერთ ჩვენს მეგობარს შეხვდა ევროპის ერთ დედაქალაქში და მას შემდეგ, რაც განაწყენებული და გაგდებული იყო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე, რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ შემოგვთავაზა გვეყიდა ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერების და ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიო მასალა, რამდენადაც ჩვენ მაშინ მილიონები არ გვქონდა, ამ ჩანაწერების რეალიზაცია არ მოხდა“, – აცხადებს დავით საყვარელიძე.

თუმცა, მან არც მისი მეგობარის ვინაობა არ დაასახელა, რომელსაც, მისი თქმით, ნაცვლიშვილი ჩანაწერებს სთავაზობდა და არც დეტალებზე არ ისაუბრა და თქვა, რომ, თუკი მის მეგობარს სურვილი ექნება, თავად იტყვის ამის შესახებ.

Comments
Loading...