დავით საყვარელიძეს ხარკოვში ე.წ. “ზელიონკა” შეასხეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრს და უკრაინის პროკურორის ყოფილ მოადგილეს დავით საყვარელიძეს ხარკოვში სტუდენტებმა “ბრილიანტის მწვანე” ე.წ “ზელიონკა” შეასხეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ექს პრეზიდენტი და ოდესის მოქმედი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი წერს. სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დავით საყვარელიძის ფოტოც განათავსა.

“დავით საყვარელიძეს ხარკოვში სტუდენტებმა ქუჩაში ე.წ “ზელიონკა” შეასხეს. როგორც ჩანს “ტიტუშკები” აღმერთებენ Halloween-ს. ღირს ბრძოლა საიმისოდ რომ Halloween არ გაგრძელდეს წელიწადში 365 დღე”-წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

sayvarelidze-1-696x723

Comments
Loading...