დავით სერგეენკო „ცენტრისტებზე“: მსგავსი ტიპის მოწოდებები ცალსახად მიუღებელია

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, პარტია „ცენტრისტების“ წინასაარჩევნო რგოლთან დაკავშირებით მთავრობისა და საზოგადოების პოზიცია ერთიანი იყო.

სერგეენკოს თქმით, აღნიშნული პარტიის მხრიდან მსგავსი ტიპის მოწოდებები მიუღებელია.

„ეს პოლიტიკური გზავნილები იმდენად სკანდალური იყო, მგონი ყველამ დავინახეთ, რომ როგორც მთავრობა, ასევე მთლიანად საზოგადოება ერთიან პოზიციაზე დადგა. ასეთი ტიპის მოწოდებები და შეპირებები ცალსახად მიუღებელია და შესაბამისი ქმედებებიც განხორციელდა“, – განაცხადა სერგეენკომ.

პარტია „ცენტრისტები“ ცესკომ-მ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა. „ცენტრისტების“ რეგისტრაციიდან მოხსნასა და მათი საქმიანობის გაუქმებას არაერთი პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვდა.

ხმაური ბედუკაძის პარტიის ირგვლივ მას შემდეგ დაიწყო, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე „ცენტრისტების“ წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი გავიდა.

საარჩევნო კლიპში ბედუკაძის პარტია ამომრჩევლებს რუსულ პენსიებს, ორმაგ მოქალაქეობასა და ქვეყანაში რუსული ბაზების შემოყვანას სთავაზობდა.

Comments
Loading...