დავით სერგეენკო ვირუსებზე – იყო 550 პასუხგაუცემელი გამოძახება, ახლა უკვე არის 100-მდე

იყო 550 პასუხგაუცემელი გამოძახება, როდესაც გავააქტიურეთ პროტოკოლი, პირველივე დღე-ღამის განმავლობაში განახევრდა, ახლა უკვე კი არის 100-მდე პასუხგაუცემელი გამოძახება, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გრიპის ვირუსების გამო სასწრაფო დახმარების გახშირებულ გამოძახებასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, პროტოკოლი გაგრძელდება ავადობის კლების ტენდენციამდე.

“პროტოკოლის გააქტიურების შემდეგ პაციენტები უკვე მიმართავენ ოჯახის ექიმს ანუ ვისაც უნდა მიმართავდნენ და არა სასწრაფოს ექიმს. ვფიქრობ, ამას გავაგრძელებთ, სპეციალური ინდიკატორებია, დავინახავთ, ავადობის კლების ცალსახა ტენდენციას. ჩვეულებრივ ეს ორი-სამი კვირა გრძელდება”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

გასულ კვირას გრიპის ვირუსების გამო სასწრაფო დახმარების გამოძახება გახშირებული იყო.

Comments
Loading...