დავით სერგეენკომ 2016 წელი შეაჯამა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 2016 წელი შეაჯამა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„მთავარი იყო ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევაა, შეფერხების გარეშე განხორციელდა. ასევე მოხდება მომავალშიც. წლის განმავლობაში დაიგეგმა ისეთი რეფორმები, რომელიც უკვე მომავალი წლის იანვრიდან განხორციელდება, რომლის ამოცანაც იქნება ხარისხზე უფრო მეტი მიწვდომადობა, რჩება მთავარი გამოწვევები, რაც არის სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობისთვის ამბულატორიულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. შეჯამება ასეთი იქნება – წლის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემის სტაბილურობა, ახალი რეფორმებისთვის საფუძვლის ჩაყრა, ხოლო ერთი მთავარი გამოწვევა ამბულატორიულ მედიკამენტებზე გართულებული წვდომაა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

exclusivenews.ge

Comments
Loading...