დავით თარხან-მოურავი: იქნება სირცხვილის კორიდორები და იქნება ხმაურიანი აქციებიც!

დღეს მთავრობის სახლთან “პატრიოტთა ალიანსმა” საინფორმაციო მიტინგი მოაწყო.
პარტიის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა ხალხს და მედიას სამოქმედო გეგმა გააცნო.
თარხან-მოურავის თქმით პარტია არ აპირებს გაჩერებებას და უკან დახევას მიუხედავად მოშიმშილეების მძიმე მდგომარეობისა.
მოშიმშილეების რაოდენობა გაიზრდება სანამ მთავრობის მხრიდან არ იქნება გადადგმული შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის კი მთავარი თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნაა. პარტიის ლიდერმა შემდეგი აქცია-მსვლელობაც დაანონსა, რომელიც მომავალ შაბათს, 28 ნოემბერს, დღის 3 საათზე, რუსთაველის ძეგლიდან დაიწყება.
მისივე თქმით აქციები აღარ იქნება ასე ჩუმი სახით წარმართული, გაიშლება კარვები, გაკეთდება სირცხვილის კორიდორები და ა.შ.
“აქამდე 13 დღე იყო სრული სიჩუმე, ჩუმი შიმშილობა იყო, არავინ უქმნიდა დისკომფორტს ამ უგუნურ ხელისუფფლებას. იმ კვირიდან ასე აღარ იქნება, იქნება სირცხვილის კორიდორები და იქნება ხმაურიანი აქციებიც. აღარანაირი უკან დახევა და დათმობა აღარ იქნება!
ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ამ ხელისუფლების დიდი ნაწილი არის ხალხი, რომელიც ჩვენ როდესაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვიბრძოდით ისხდნენ სახლში, სვავდნენ ყავას, ახლა კი არ ესმით რა არის ბრძოლა!”
– განაცხადა პარტიის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა



Comments
Loading...