დავით თარხან-მოურავი – რელურად დღეს თურქეთი თავად არის ხალიფატის მხარდამჭერი

“ხალიფატი გაჩნდა იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურდა და ალბათ სამართლიანად სურდა, სირიაში დიქტატურის შეცვლა, მაგრამ გზა რომელიც არჩეული იყო ობამას ადმინისტრაციის მიერ იყო სრულიად უგუნური გზა რაზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა და მათ შორის ნატოს ქვეყნებიც, ეს გზა იყო ადგილობრივი ფუნდამენტალისტური და უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსება და მათ მიერ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დამხობა. შედეგად ჩვენ მივიღეთ ბევრი ტერორისტული დაჯგუფება რომელიც ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს. ერთი არის დაჯგუფება რომელმაც პრაქტიკულად სახელმწიფო ჩამოაყალიბა, თავის თავს დაარქვა ხალიფატი, ხალიფა აირჩია და ოცნებობს მე-8 საუკუნის ხალიფატის აღდგენაზე და მეორე ეს არის ე.წ სირიული ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში ასევე ტერორისტები არიან, ისინი ებრძვიან ბაშარ ალ ასადს.
აქ რუსეთი საერთოდ არ იყო მოთამაშე, მაგრამ რუსეთსაც აინტერესებს სირიის კონტროლი. რუსეთი იმდენად წარმატებულად ჩაერთო პროცესში რომ ბოლო მოთამაშე იყო და გახდა პირველი.
არის კიდევ თურქეთი, რომელიც ასევე ოცნებობს თურქული იმპერიის, ოსმალეთის იმპერიის აღდგენაზე და ეს არა ერთხელ უთქვამთ. რეალურად თურქეთი დღეს თავად არის ხალიფატის მხარდამჭერი. თურქეთი ხალიფატსაც უჭერს მხარს, მეორეს მხრივ სირიულ ე.წ სხვა ოპოზიციასაც უჭერს მხარს, ცდილობს რომ იქ თავისი თამაში აწარმოოს.
რუსეთი,თურქეთი და ამერიკაც იბრძვიან ამ ტერიტორიისთვის, ჩვენთვის ამას არაფერი არ მოაქვს კარგი. ჩვენც არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება მხარი დავუჭიროთ მაგალითად რუსეთს, ამას მტრულად აღიქვამს ჩვენი მთავარი მოკავშირე ამ შემთხვევაში ამერიკა. ამ შემთხვევაში პირდაპირი ინტერესთა თანხვედრა არ არის რუსეთთან, მაგრამ არ არის თურქეთთანაც. სრულიად ნათელია რომ თურქეთი ცდილობს აღადგინოს ოსმალეთის იმპერიის გავლენის სფერო, რომელშიც საქართველო შეყვანილია და ღიად არა ერთხელ ეხლანდელი პრემიერ მინისტრ დავით ოღლუს უთქვამს რომ ბათუმი, ოზურგეთი, ახალციხე, ეს არის თურქეთის შემადგენელი ნაწილი

საქართველოს მთავარი მოკავშირე მთელ ამ ვითარებაში არის ისრაელი, საქართველო ამას არ იყენებს. ჩენ უნდა გვქონდეს პოლიტიკა რომელსაც საჯარო ნაწილიც აქვს და უნდა გვქონდეს პოლიტიკა რომელსაც საიდუმლო ნაწილიც აქვს. საქართველომ უნდა დაიწყოს აქტიურად და საჯაროდ მუშაობა ისრაელთან და სწორედ ის განცხადებები აკეთოს რა განცხადებებიც საქართველო-ისრაელის პარტნიორობაში იქნება სასიკეთო. ჩვენ პირდაპირ უნდა შევთავაზოთ ისრაელს მხარდაჭერა.”

-განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” თავჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა მაესტროს “ფაქტორის” ეთერში

https://www.youtube.com/watch?time_continue=21&v=uBORN86xhWk

Leave A Reply

Your email address will not be published.