დავით თარხან- მოურავი – უამრავ სენატორს ჩავაყენებთ საქმის კურსში!

„ეს ბრძოლა იქნება პრინციპული, უკან დახევის გარეშე!”– განაცხადა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა „ობიექტივის” „ღამის სტუდიის” ეთერში.

„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სააპელაციო სასამართლომ ჩვენ მოთხოვნებს არ მოვხსნით, რადგან ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო კანონი უნდა შეიცვალოს. აღარ დავუშვებთ, რომ 2016 წელს ხელისუფლებამ კვლავ გააყალბოს არჩევნები!

რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ამასთან დაკავშირებით, დიდი შეხვედრები იგეგმება ბრიუსელში, ვაშინგტონში სენატში და უამრავ სენატორს ჩავაყენებთ საქმის კურსში. “-განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.