დავით უსუფაშვილი ალექსი პეტრიაშვილზე – ჩვენ სრულიად ამაზრზენი დანაშაულის მოწმენი ვართ

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში დამნაშავე პირები ძალიან სწრაფად უნდა გამოვლინდნენ და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მომხდარ ფაქტს ამაზრზენი დანაშაული უწოდა.

“ჩვენ სრულიად ამაზრზენი დანაშაულის მოწმენი ვართ. მე პირადად გახლდით იაპონიაში, როდესაც ეს ამბავი შევიტყვე. გუშინ დავბრუნდი და ვუერთდები ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალიან მკაფიოდ და ცალსახად აცხადებს, რომ დამნაშავეები ძალიან სწრაფად უნდა გამოვლინდნენ და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ. კანონის მთელ სიმკაცრეზე ამ შემთხვევაში ყურადღებას ვამახვილებ სრულიად შეგნებულად იმიტომ, რომ ეს არის სასამართლოს და პროკურატურის საქმე, მაგრამ ჩვენ საზოგადოება და პარლამენტარები, როდესაც “სისხლის სამართლის კოდექსში” ვწერთ რაღაც მუხლებს და სასჯელს აქედან იქამდე ვსაზღვრავთ, ვითვალისწინებთ იმას, რომ როდესაც დანაშაული ხდება, განსაკუთრებით საზოგადოებისადმი, ადამიანისადმი, სიცოცხლისადმი, კანონით დაცული სიკეთისადმი ასეთი უპატივცემულობით, ასეთ დროს სასჯელი უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი. ეს არის ჩემი პოზიცია”, – განაცხადა უსუფაშვილმა.განაგრძეთ კითხვა

Comments
Loading...