დავით უსუფაშვილი – არანაირი ძალადობა არ შეიძლება იყოს წახალისებული და არ არის წახალისებული

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს ჰპირდება, რომ ყურადღებით გაეცნობა საკუთარი კოლეგების, მათ შორის კოალიციის ლიდერის ყველა გამონათქვამს. ამასთან, უსუფაშვილმა ოპოზიციას მიმართა, თავადაც ყურადღებით გაეცნონ მათი პოლიტიკური ლიდერის განცხადებებს.
“ყველანი გავეცნოთ ჩვენ ჩვენი ლიდერების განცხადებებს, მოწოდებებს, მიდგომებს, პოზიციებს – წესრიგის, მშვიდობის, საზოგადოებრივი თანხმობის შესახებ. შეიძლება ასე უკეთ წავიყვანოთ წინ საქმე, რადგან ჩვენი ინტერესია პროცესები იყოს კონსტიტუციის ფარგლებში, უთანხმობა დებატებისა და არგუმენტების ჭიდილში მოგვარდეს და არა რაიმე სხვაში. ერთმანეთის კრიტიკა უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარი თავის შეხედვა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ისიც განაცხადა, რომ არანაირი ძალადობა არ შეიძლება იყოს წახალისებული და არ არის წახალისებული, ხოლო თუკი სადმე რაიმე ხდება, ამას სათანადო სამსახურებმა უნდა მიაქციონ ყურადღება

Comments
Loading...