დავით უსუფაშვილი – პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება ყველას ვალი და პასუხისმგებლობაა

პარლამენტის ბიუროს სხდომა 17 აგვისტოს, 15:00 საათზე ჩაინიშნა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ ჩაშლილ სხდომაზე განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, საკითხი, რომელიც პარლამენტის ბიუროს მხრიდან ითხოვს რეაგირებას, დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება.

”ამიტომ, მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ კიდვე ერთხელ ვცადოთ ბიუროს შეკრება ზეგ, 15:00 საათზე. იმედია, კოლეგები ჩვენ დაგვიკავშირდებიან და შეგვატყობინებენ მაინც დღეს მათი არყოფნის მიზეზს. ასევე, თავიანთ პოზიციას ამცნობენ საზოგადოებასაც და და იმ ხალხსაც, ვისი საკითხი დღეს უნდა განგვეხილა.

სხვა ჩვენ ბიუროზე წინ ვერ წავიწევთ. ამიტომ, დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს მობრძანდით. დანარჩენი, ალბათ, ყველა თავად განმარტავს, რასთან გვაქვს საქმე”, -განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი ფუნქციონირებს, ის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელობითი საკანონმდბელო ორგანოა და ახალი პარლამენტის შეკრებამდე მისი ნორმალური ფუნქციონირება ყველას ვალი და პასუხისმგებლობაა.

”ამიტომ, ველი, რომ ოთხშაბათს 15:00 საათზე, 6 სექტემბერს საშემოდგომო სესიის გახსნის ბიუროს სხდომაზეც, 7 სექტემბერს, ქუთაისში პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც, პარლამენტი იქნება სათანადოდ წარმოდგენილი და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რაც სჭირდება ქვეყანას.
მე დღეს რამდეჯერმე შემახსენეს კოლეგებმა, რომ საარჩევნო კამპანიაა და ამიტომ ხომ არ არის რაიმე ინიციატივებიო. მე მინდა დავადასტურო, დიახ საარჩევნო კამპანიაა და საარჩევნო კამპანია გვავალდებულებს ორმაგი დატვირთვით ვიმუშავოთ. ამიტომ, იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ოთხშაბათს ჩვენ შევძლებთ შეკრებას და გადაწყვეტილებბეის მიღებას”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

Comments
Loading...