დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება
პარლამენტის ყოფილი თავმჯომარე დავით უსუფაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება. ამის შესახებ ჟურნალისტებს, პარლამენტის სპიკერმა, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დავით უსუფაშვილთან კონსულტაციებს პირადად მართავდა. კობახიძის აზრით, უსუფაშვილის მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ძალიან ღირებული იქნებოდა:
„მქონდა პირადად დავით უსუფაშვილთან კონსულტაცია, მისი ჩართულობა კომისიის მუშაობაში ძალიან ღირებული იქნებოდა, თუმცა მან განმარტა, რომ პოლიტიკური კვოტით ვერ მიიღებდა კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, რადგან კრიტერიუმები იყო დაკონკრეტებული და გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს პოლიტიკური წარსული და აწმყო, ის ვერც ექსპერტის რანგში მიიღებდა კომისიის მუშაობაში მონაწილეობას.ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ბატონი დავით უსუფაშვილი ვერ ჩაერთვება კომისიის მუშაობაში. ძალიან ღირებული იქნებოდა მისი მონაწილეობა კომისიის მუშაობაში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის მომზადების მიზნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, 2013 წლის 27 დეკემბერს შეიქმნა და მას დავით უსუფაშვილი თავმჯდომარეობდა.
წყარო : epn.ge