დავით უსუფაშვილი- თუ არა “რესპუბლიკური პარტია”, მმართველი კოალიცია ვერ შედგებოდა

თუ არა “რესპუბლიკური პარტია”, მმართველი კოალიცია ვერ შედგებოდა, – აღნიშნული განცხადება “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილმა თავმჯდომარემ, პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა პარტიის რიგით მე-16 ყრილობაზე გააკეთა.

“მე ამას ვამბობ არა მხოლოდ ემოციებით, არამედ ცოდნით. თუ ვინმემ იცის რაიმე, თუ როგორ შეიქმნა კოალიცია, როგორ მუშაობდა კოალიცია დღემდე და როგორ მუშაობს დღეს, მეც ვარ ერთ-ერთი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ამაყები იმით, რასაც კოალიციამ მიაღწია და უნდა ვიცოდეთ, რომ გვეკისრება პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რასაც კოალიცია ვერ მიაღწევდა, რაშიც მას პრობლემა და ჩავარდნა ექნება. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ჩვენ ვართ კოალიციის შედარებით მომცრო სუბიექტი, მაგრამ არა ნაკლები პასუხისმგებლობით ვინმე სხვაზე. მოხარული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების უმრავლესობა საკითხს სწორედ ასე უყურებს”, – მიმართა დავით უსუფაშვილმა ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.