დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს უბრუნდება

დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს უბრუნდება.

ლევან მიქელაძის ფონდის ხელმძღვანელის დაბრუნებას ირაკლი ალასანიას პარტიაში ადასტურებენ. ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ზალკალიანი მათი გუნდის თანამოაზრედ რჩება.

“მეც ვადასტურებ ამ ინფორმაციას, უბრალოდ დეტალები მას უნდა ჰკითხით. მე ერთი ვიცი, რომ დათო ზალკალიანი იყო, არის და რჩება ჩვენს თანამოაზრედ და მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია, პარტიის საქმიანობასთან მას შეხება არ ჰქონდა და ის ლევან მიქელაძის ფონდს ხელმძღვანელობდა. იგი არის მაღალი კვალიფიკაციის დიპლომატი და ნამდვილად მივესალმები, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა მას შესთავაზა საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნება. მე ვფიქრობ, რომ ახალი პრემიერ–მინისტრის ეს ნაბიჯი იმედსაც გვიჩენს, რომ იგი ძირითადად ორიენტირებული იქნება პროფესიონალ კადრებზე“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2014 წლის ნოემბერში მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან ერთად დატოვა.

Leave A Reply

Your email address will not be published.