დავივიწყოთ პერსონალური ამბიციები და თანამშრომლობებზე ვიფიქროთ – გიორგი ვაშაძე

“ახალ საქართველოს” პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობისა და დასავლური ვექტორის მქონე პარტიებთან თანამშრომლობის სურვილი აქვს.

 

აღნიშნული განცხადება “ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “პირველის პრესკლუბში” გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ “სახელმწიფო ხალხისთვის” ბლოკში შემავალმა პარტიებმა, ტაიმ-აუტი აიღეს და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რა ფორმით გაგრძელდება თანამშრომლობა.
პოლიტიკური ლიდერი, დასავლური ვექტორის მქონე პარტიებსა თუ პოლიტიკოსებს, საკონსტიტუციო უმრავლესობის, როგორც საფრთხის წინააღმდეგ, თანამშრომლობას სთავაზობს.
“როგორც ჩანს, 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ბევრი პოლიტიკური პარტიისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ბევრისთვის შესაძლოა, მოულოდნელიც  იყო და ბუნებრივია, პარტიებში პოლიტიკური განლაგების შეცვლა ხდება. გულწრფელი ინტერესი მაქვს, რომ საქართველოში, დასავლური ვექტორის მქონე ძალების თანამშრომლობის მექანიზმი შევქმნათ.
დღევანდელი ოპოზიცია, რაც პარლამენტშია წარმოდგენილი, ვერ შეძლებს, შეაკავოს ის დიდი საფრთხე, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქვია. აქედან გამომდინარე, პოლიტიკაში ჩვენი აქტიური მონაწილეობა საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.
მესმის, რომ ყველა პარტიაშია აზრთასხვადასხვაობაა, თუმცა ვფიქრობ, უნდა დავივიწყოთ პერსონალური ამბიციები და ნებისმიერ დასავლური ვექტორის მქონე პარტიასა თუ პოლიტიკოსთან, კოალიციებსა თუ სხვადასხვა პლატფორმის თანამშრომლობებზე ვიფიქროთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
Comments
Loading...