„დედაენის“ ბაღში ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნა

19 ნოემბერს ირაკლი ჩარკვიანს 55 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღის აღსანიშნავად „დედაენის“ ბაღში მუსიკოსის, პოეტისა და შემსრულებლის სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნა.

სკულპტურა ითვალისწინებს ხმოვან სისტემას, რომელიც კომპოზიციის შემადგენელ ნაწილში _  სკამებშია დამონტაჟებული და, მათი საშუალებით, „მეფის“ მუსიკის მოსმენა  24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. ნამუშევარი მეტალზე წყლის ჭავლითაა შესრულებული.
სკულპტურული კომპოზიციის ავტორები  მოქანდაკეები ვლადიმერ იმერლიშვილი და როკო ირემაშვილი არიან.

Comments
Loading...