,,დედამიწა არ ბრუნავს,, ამტკიცებს არაბი შეიხი – ვიდეო

შეიხი საუდის არაბეთიდან ბენდერ ალ-ჰეიბერი, სრულიად სერიოზულად ამტკიცებს, რომ დედამიწა თავის ღერძის გარშემო არ ბრუნავს. ამის შესახებ მან საუდის არაბეთის ერთერთ უნივერსიტეტში სტუდეტებთან შეხვედრისას განაცხადა. იმამმა თავისი სიტყვების გასამყარებლად უჩვეულო არგუმენტი მოიყვანა ,,დედამიწა რომ ბრუნავდეს… ჩინეთში მიმავალი თვითმფრინავი საკმარისია ჰაერში დაეკიდოს, რომ ჩინეთი ბრუნვის შედეგად თავად მოვა თვითმფრინავთან,, განაცხადა მან. ,,ან კიდევ პირიქით, თუ დედამიწა საპირისპირო მხარეს იბრუნებს, თვითმფრინავი ხომ საერთოდ ვერ დაეწევა ჩინეთს, რომ იქ ჩაფრინდეს…,, კითხულობს შეიხი და პლასტმასის წყლის ჭიქაზე აჩვენებს საკუთარი არგუმენტების თვალსაჩინო მაგალითს… /იხილეთ ვიდეო/

Comments
Loading...