დედოფლისწყაროში 55 წლის მამაკაცი მოკლეს
დედოფლისწყაროში 55 წლის მამაკაცი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა წუხელ, გვიან ღამით, ქეიფის დროს დაპირისპირების საფუძველზე მოხდა.
მათივე თქმით, მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ წუხელვე დაკითხა მკვლელობის მონაწილე პირები, თუმცა ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.