დედოფლისწყაროში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაცხრილეს

ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაცხრილეს დედოფლისწყაროში. ოპოზიციური პარტიის ოფისზე თავდასხმა გვიან ღამით მოხდა.

პარტიის ინფორმაციით, გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი. ტყვიებმა ოფისის შიდა კედლებიც დააზიანა.

უცნობია თავდამსხმელის ვინაობა, თუმცა ნაციონალური მოძრაობა პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.

Comments
Loading...