დეკანოზ გიორგი მამალაძის დედა: ჩემი ოჯახის უსაფრთხოება დაცული არ არის

 

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები  ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში იმყოფებოდნენ.

მამა გიორგის ოჯახის წევრებმა მედიასთან მეუფე დიმიტრისთან შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრეს, თუმცა, როგორც დეკანოზის დედამ განაცხადა, მათი ოჯახის უსაფრთხოება დაცული არ არის.

„მეუფესთან არაფერზე არ გვისაუბრია და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება თუ გაინტერესებთ, არ არის დაცული. აღსარების დონეზე ვისაუბრეთ რაღაც და თქვენ რატომ უნდა მოგიყვეთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს დეკანოზის დედამ, ქეთევან მაღლაკელიძემ.

Comments
Loading...