დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი: მეტად შეთითხნილად მეჩვენება.. ხვალ რომელ ჩვენგანზეც მოუნდებათ ისე შექმნიან დამნაშავის სახეს

დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი საქართველოს პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ნაადრევი დასკვნებისგან საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს.

,,პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ვიტყვი: გამორიცხული არაფერია მაგრამ?!!!!
1) მკვლელობის მოსურნე სად ეცდებოდა აღსრულებას იქ სადაც სისტემატიურად დაუბრკოლებრივ მიმოდიოდა რაც უფრო ხელმისაწვდომი იქნებოდა თუ საზღვრის გავლით სადაც რისკის ფაქტორი ბევრად დიდია?
2) დასკვნებზე ნაადრევად ნუ იჩქარებთ. რეალობა ადრე თუ გვიან განცხადდება. კაცს ნაადრევად ლაფში ნუ ამოვავლებთ. არავინ იცის ვის რისი ინტერესი აქვს!…..
3) ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვიტყვი: პირადად მე მეტად შეთითხნილად მეჩვენება თან ძალიან იაფფასიანად. ხვალ რომელ ჩვენგანზეც მოუნდებათ ისე შექმნიან დამნაშავის სახეს!!!!
4) ცილისწამება ბინძური იარაღია რომელიც გამართლების შემდეგაც იარას ტოვებს. ეს მეტად ნაცადი მეთოდია“, – წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

მთავარმა პროკურორმა არც დაადასტურა და არც უარყო, რომ დეკანოზი პატრიარქის მკვლელობას ამზადებდა. “ამ ეტაპზე რაც დგინდება, ანგარებითი მოტივია”, – დასძინა შოთაძემ.

დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

Comments
Loading...