დემეტრაშვილი: მანანა კობახიძე კარგი მოსამართლე იქნება

კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს კარგი მოსამართლე იქნება.

როგორც დემეტრაშვილი აღნიშნავს, ის მანანა კობახიძეს იცნობს, როგორც მაღალი რეიტინგის არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს.

„მას ასევე ვიცნობ, როგორც კომპეტენტურ დეპუტატს და კარგ იურისტს. მანანა კობახიძე კარგი მოსამართლე იქნება“, – განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძის კანდიდატურას ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოფიციალურად წარადგენს.

Comments
Loading...