დემურ სტურუას ოჯახის წევრები სამართალდამცავებს 2 კვირის ვადას აძლევენ

გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახის წევრები სამართალდამცავებს ორკვირიან ვადას აძლევენ. თუ ამ დროში არ მოხდება გოდერძი თევზაძის დაკავება, ისინი ქუთაისის საოლქო პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან. სამტრედიის პოლიციის წინ კი საპროტესტო აქციებს თანასოფლელები გამართავენ.

გოდერძი თევზაძეზე ძებნა უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს. მას წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. თევზაძის წინააღმდეგ საქმე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გუშინ დემურ სტურუას დედა ნონა ჯოჯუა სცემეს, რის გამოც სამართალდამცავებმმა დავით ნაცვლიშვილი დააკავეს.

დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადება პრემიერმაც გააკეთა. პოლიციის მხრიდან ზეწოლის გაძლიერებაზე კი თავის განცხადებაში “რესპუბლიკური პარტია” მიუთითებდა.
წყარო: ნიუსპრესი

Comments
Loading...