დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ პოლიციელზე ძებნა გამოცხადდა

22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებულ გოდერძი თევზაძეზე ძებნა გამოცხადდა. პროკურატურამ ყოფილ პოლიციელზე ძებნა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც თევზაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გოდერძი თევზაძის სამძებრო ღონისძიებებში ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა ჩაერთვება.
შსს-ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს პროკურატურამ ბრალი 29 აგვისტოს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე წაუყენა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კი ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

Comments
Loading...