დენდროლოგიურ პარკში 50-ზე მეტი ხე გადაირგვება

“ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი უძილაურმა გაზეთ “ახალ ვერსიასთან“ განაცხადა, რომ დენდროლოგიურ პარკში 50-ზე მეტი ხე გადაირგვება.

“ხეების 90% კერძო პირებისა და კომპანიებისგან იქნება შეძენილი, სახელმწიფოსგან შეძენილი 5-6 ხე კი მდებარეობს ციხისძირში, რკინიგზის გასწვრივ, იმ ტერიტორიაზე საიდანაც გაზაფხულზე დენდროპარკში იყო ტრანსპორტირებული ტიტის ხე”, – განაცხადა უძილაურმა.

მისივე თქმით “გაუგებარია აჟიოტაჟი იმის გამო, რომ კერძო პირს აქვს სურვილი, ასევე კერძო პირებისა და კომპანიებისგან შეიძინოს ხეები უნიკალური დენდროპარკის გასაშენებლად.

ჟურნალისტურად მე მაგალითად ამ პროცესის საინჟინრო-ტექნიკური მხარით დავინტერესდებოდი. წელს, გაზაფხულზე, ტიტის ხის გადატანა უნიკალური საინჟინრო პროცესი იყო, 640 ტონიანი ხე ციხისძირიდან შეკვეთილში გადაიტანეს ჯერ ხმელეთით, ხოლო შემდეგ ზღვით. ამხელა ხის მსგავსი მასშტაბის ტრანსპორტირება მსოფლიოში არ მომხდარა”, – აცხადებს”ახალ ვერსიასთან” გიორგი უძილაური.

 

წყარო :  ipress.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.