“დეფიციტის შევსების ერთადერთი რესურსი არის გაზპრომი – დამთავრდა”…

ოპოზიციის კრიტიკას “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებებზე, მმართველი გუნდი პასუხობს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება 11 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის რესურსი, რომლის შევსებაც მხოლოდ რუსული ენერგოკომპანიისგან არის შესაძლებელი.

„ეს არ არის ის, რომ დადე ხელშეკრულება და გაზპრომზე ჩამოეკიდე. ეს არის 4 თვის განმავლობაში აუცილებელი დეფიციტის შევსებაზე ხელშეკრულება. აზერბაიჯანმა თქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია საქართველოს მივაწოდოთ 6 მილიონი კუბური მეტრი დღეში და ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ 6 მილიონი 7 მილიონამდე. ჩვენ გვჭირდება 11. ამ საკითხთან დაკავშირებთ, დეფიციტის შევსების ერთადერთი რესურსი არის გაზპრომი – დამთავრდა, ეს არის ფორმულა,“ – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

Comments
Loading...