დეპუტატი სააკაშვილ-საყვარელიძის ჩანაწერის ავთენტურობის დამტკიცებას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, თუ სააკაშვილ-საყვარელიძის ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა, სამართალდამცავმა ორგანოებმა ადეკვატური ქედებები უნდა განახორციელონ.
გოგიჩაიშვილის განმარტებით, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარომადგენლების მიხეილ სააკაშვილისა და დაით საყვარელიძის ჩანაწერის ავთენტურობა უნდა დამტკიცდეს.
გოგიჩაიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამჟამად უკრაინაში მყოფ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ქვეყნის საწინააღმდეგო მოტივები ამოძრავებთ.
მისივე თქმით, ჩანაწერებში ჩანს, რომ სააკაშვილი დავით საყვარელიძის მეშვეობით ცდილობს “რუსთავი 2”-ის საქმის მოსამართლეების მოსყიდვას.
“ეს ადამიაები ვერ ეშვებიან საკუთარი ქვეყნისა და მართლმსაჯულების წინააღმდეგ ბრძოლას. ჩანაწერებში იკვეთება, თუ როგორ ცდილობს სააკაშვილი საყვარელიძის ხელით “რუსთავი 2”-ის სასამართლო საქმესთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა მოსყიდვას, დაშინებას. ასევე ვკითხუულობთ, რომ ორ მოსამართლესთან მოხდა მათი კომუნიკაცია და ცდილობენ ეს მოსამართლეები პოლიტიკურ პროცესში ჩართონ, თითქოს ხელისუფლება “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით ზეწოლას ახორციელებს. უნდათ საზოგადოებას აჩვენონ, რომ “რუსთავი 2″-ის საქმეში ხელისუფლება ერევა, რაც რა თქმა უნდა, არ არის სწორი, რადგან ჩვენ გვაკეთეთ ყველაფერი, რომ სასამართლო ხელისუფლება აბსოლუტურად დამოუკიდებელი და თავისუფალი იყოს ყველანაირი პოლიტიკური გავლენებისაგან”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა “პირველთან” საუბარში.
მისივე თქმით, “სამართალდამცველები უნდა დაინტერსდნენ აღნიშნული ჩანაწერით და მისი ავთენტურობის დამტკიცების შემთხვევაში, ადეკვატურად იმოქმედონ, რათა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არ მოექცნენ ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა გავლენის ქვეშ”.
გაზეთ “Українська революція”–ის რედაქცია სკანდალური უკრაინელი პოლიტიკოსების მამხილებელი მასალების ონლაინ–პუბლიკაციას განაგრძობს.
ამჯერად რუბრიკა სააკაშვილის სკანდალურ მიმოწერას აქვეყნებს. გამოცემის რუბრიკის მორიგი გმირები მოძრაობა “Рух нових сил”–ის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრე, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე არიან.
გაზეთის წინა რუბრიკაში საუბარი იარაღის გაყიდვასა და ჟურნალისტების მოსყიდვაზე იყო. გაზეთის რედაქციის თქმით, „ამჯერად, „გასტროლიორთა“ ჩვენთვის ცნობილი ჯგუფი სერიოზულად მოეკიდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსყიდვის საქმეს.

Comments
Loading...