დევისის თასზე საქართველოსა და დანის დაპირისპირება ბასილაშვილის მატჩით დაიწყო

სპორტის ახალ სასახლეში დევისის თასის ევრო/აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის მატჩები მიმდინარეობს. საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები დანიას მასპინძლობს.

პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ნიკოლოზ ბასილაშვილი (რეიტინგით 118) და კრისტიან სიგსგაარდი (ურეიტინგო) ხვდებიან.

დევისის თასის აღნიშნულ საკვალიფიკაციო ეგტაპზე 5 შეხვედრაა დაგეგმილი და თამაში სამ მოგებამდე გრძელდება.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, დევისის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე დასწრება უფასოა, ბასილაშვილი-სიგსგაარდის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში მიმდინარეობს.

საქართველოს ნაკრები

ნიკოლოზ ბასილაშვილი
გიორგი ცივაძე
გიორგი ჯავახიშვილი
ირაკლი მეტრეველი
კაპიტანი: ვლადიმერ გაბრიჩიძე

დანიის ნაკრები

ფრედერიკ ნილსენი
ბენჟამინ ჰანესტადი
ტომას კრომანი
კრისტიან სიგსგაარდი
კაპიტანი: კენეტ კარლსენი

განრიგი

4 მარტი. (13:00 საათიდან)

ნიკოლოზ ბასილაშვილი (რეიტინგით 118)-კრისტიან სიგსგაარდი (ურეიტინგო);
გიორგი ცივაძე (854)-ფრედერიკ ნილსენი (374).

5 მარტი. (15:00)

ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე – ფრედერიკ ნილსენი, ტომას კრომანი.

6 მარტი. (13:00 საათიდან)

ნიკოლოზ ბასილაშვილი-ფრედერიკ ნილსენი,
გიორგი ცივაძე-კრისტიან სიგსგაარდი.

Comments
Loading...