დევნილებს მორიგი უფასო გამოკვლევები თეთრიწყაროს რაიონში ჩაუტარდებათ

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აქტიურად ახორციელებს სამედიცინო პროგრამებს,რომლის მიხედვითაც რეგიონებში დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ტარდება,აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს საჭირო მედიკამენტები ურიგდებათ.2015 წლის ექვსი თვის მონაცემებით 1500 მა ბენეფიციარმა
უფასო სამედიცინო გამოკვლევებითა და მედიკამენტებით ისარგებლა,ეს რიცხვი ყოველთვიურად იმატებს, რადგანაც პროგრამის ფარგლებში როგორც აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურში იუწყებიან, დევნილთათვის გაწეული სამედიცინო დახმარებები იმატებს და სულ უფრო მეტი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი სარგებლობს აღნიშნული აქციით.

ამჯერად პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ერთ-ერთი გასვლითი ღონისძიება თეთრიწყაროს რაიონშია დაგეგმილი (სოფლები ალექსეევკა, ნავთიანი, მენკალისი, პატარა ირაგა, დიდი ირაგა, ჯიგრაშენი, ივანოვკა) მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის თხოვნით.

2015 წლის 28 დეკემბერს აქცია ჩატარდება სოფელ ალექსეევკაში, კერძო ორსარსართულიან შენობაში.
სამედიცინო ჯგუფები დაკომპლექტებულია ანალოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ექიმებით.
სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაშია: ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი.

ჩატარდება შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევები:
1. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.

ინსტრუმენტული გამოკვლევები (საჭიროების შემთხვევაში):
1. ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის);
2. ელექტროკარდიოგრაფია.

Leave A Reply

Your email address will not be published.