დევნილი ბავშვების საფეხბურთო გუნდი ტურნირის გამარჯვებული გახდა

დევნილი ბავშვების საფეხბურთო გუნდი „აფხაზეთი“ გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

არსებული ინფორმაციით, ფინალური მატჩი „აფხაზეთის“ ფეხბურთელების სასარგებლოდ  ანგარიშით 4:2 დამთავრდა. მათ „ნორჩი დინამოელის“ გუნდი დაამარცხეს.

დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გამარჯვებულ გუნდს თასი გადასცა.

როგორც ცნობილია, გურამ გაბისკირიას სახელობის საფეხბურთო ტურნირი დევნილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

Comments
Loading...