დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა!ჩაეხუტეთ ერთმანეთს

მსოფლიოში პირველად, ჩახუტების დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში 1986 წელს აღნიშნეს. ეს იდეა კევინ ზაბორნს მოუვიდა თავში, რომელსაც ჩახუტების ელჩსაც კი უწოდებენ. მას შემდეგ, ჩახუტების დღის აღნიშვნა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაიწყეს და დღეს 21 იანვარი ჩახუტების საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოშიც არაერთი აქცია იმართება. ძირითადად, ახალგაზრდები აქტიურობენ ამ მხრივ – ერთგვარ მსვლელობებს აწყობენ და გამვლელებს ჩახუტებას სთავაზობენ. საქართველოში ეს დღე უკვე მე-6 წელია აღინიშნება.

როგორც კვლევებიდან ირკვევა, ჩახუტება დადებით გრძნობებსა და განწყობას იწვევს.

ფსიქოლოგები ხშირად ამბობენ, რომ თანამედროვე ადამიანებს ფიზიკური სიახლოვის დეფიციტი აქვთ (ჩასახუტებელი ობიექტი შეიძლება იყოს მეორე ადამიანი ან სულაც ცხოველი – ძაღლი, კატა, ცხენი..). ასეთი არასექსუალური კონტაქტის არარსებობას ადამიანები იქამდე მიჰყავს, რომ ისინი საკუთარ თავში იკეტებიან, კარგავენ კაცობრიობასთან სიახლოვის და რეალობის შეგრძნებას. არსებობს ტვინში ისეთი ზონა, რომელიც აქტიურად მუშაობს ადამიანის კანზე შეხების შედეგად.

ჩახუტებას სიხარული მოაქვს და გვეხმარება როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. ჩახუტება იმუნურ სისტემას აძლიერებს; არეგულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას; აწესრიგებს ძილს; ჰმატებს ძალასა და ენერგიას; აახალგაზრდავებს; ხსნის დაძაბულობას; აუმჯობესებს ოქსიტოოცინის რაოდენობას (ჰორმონის, რომელიც ხსნის დეპრესიას) და ამცირებს არტერიულ წნევას, აქედან გამომდინარე, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს; აუმჯობესებს გემოგლობინის დონეს, რომელიც ამაგრებს მთელს ორგანიზმს, აძლიერებს იმუნიტეტს და აჩქარებს სწრაფად გამოჯანმრთელებას დაავადებათაგან; აძლიერებს თვითშეფასებას; გვმუხტავს დადებითი ემოციებით; აღმოფხვრის ჩვენგან შინაგან შიშებს, დეპრესიას, მარტოობას; ძველ აღმოსავლურ მწერლობაში საყვარელ ადამიანთან ჩახუტება ერთ-ერთ უმნიშნელოვანეს ქმედებად არის აღწერილი, რომელსაც სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს.

ნატალია ჯალაღონია

Leave A Reply

Your email address will not be published.