“დღეს ჩვენი ხალხი მრავალი პრობლემის წინაშეა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა” – ილია მეორე

უძღები შვილის იგავი თითქოს თანამედროვე ადამიანებზე, თითქოს ჩვენზეა, – ამის თაობაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე სამებაში, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. ილია მეორის თქმით, ხალხი მრავალი პრობლემის წინაშეა, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდობა. “დღევანდელ კვირას უძღები შვილის კვირიაკე ეწოდება. დღეს ჩვენ წავიკითხეთ სახარება იმის თაობაზე, რომ მამას ჰყავდაორი შვილი. უმცროსმა შვილმა თავისი წილი მოიხოვა და უცხო ქვეყანაში წავიდა. იქ თავისუფალ ცხოვრებას მიჰყვა. მთელი ქონება გაანიავა. იმ ქვეყანაში დიდი შიმშილი იყო. ის საჭმელიც კი ენატრებოდა, რომელსაც პირუტყვს აჭმევდნენ. ამ დროს იფიქრა – წავალ და ვეტყვი მამას, რომ არ ვარ ღირსი მისი შვილი, მისი ძე მერქვას, მიმიღე მე, როგორც ერთ-ერთი მუშათაგანი, როგორც მსახური. მამა თითქოს თავის შვილს ელოდებოდა. დაინახა შორიდან, გაეგება მას და მოეხვია.

Comments
Loading...