დღეს დედის დღე აღინიშნება
დღეს დედის დღეა.
დედის დღე – 3 მარტი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა.
პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.
დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება. 3 მარტი ოფიციალური უქმე დღეა.
დასავლეთის ქვეყნებში დედის დღეს 11 მაისს აღნიშნავენ. დედის დღე დღესდღეობით მსოფლიოს 46-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.