“დღეს დღისით-მზისით, შუა ვაკეში მოკლა ჩემი მეგობარი”- გია ფაცურია

პროფესიით ჟურნალისტი, სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის ყოფილი დირექტორი გია ფაცურია განცხადებას აქვეყნებს :

ცნობილმა ნარკომანმა ბადუკამ, გვარი ამომივარდა ახლა თავიდან, 2004 წელში მგონი, მარნეულიდან გამოქცევისას რო რამდენიმე საპატრულო მანქანა დაამტვრია და ტონა გეროინით დაიჭირეს, ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას ძმაკაცმა, რუსთავის 2-ე ზონიდან რო ურეკავდა ამათ და სასწრაფო განთავისუფლებას თხოვდა…
დღეს დღისით-მზისით, შუა ვაკეში მოკლა ჩემი მეგობარი, ჩემი ძმაკაცის სიძე სოსო ჯოხაძე, კაცი, რომელსაც ცხოვრებაში სიგარეტი არ მოუწევია, არათუ ნარკოტიკს იყო მიკარებული და ყველა ნორმალურ ადამიანს უყვარდა, ვინც იცნობდა და ვისთვისაც ვაჟკაცობა და სამართლიანობა ცარიელი სიტყვები არ იყო.
2012 წლის 1 ოქტომბერს, საღამოს, თავისუფლების მოედანზე, ეიფორიაში ვკიოდით და ერთმანეთს ვეხუტებოდით, რომ ეს საზიზღარი რეჟიმი დამარცხდა…
თურმე სადა ხარ.
მკვლელებთან და ნაძირლებთან, სისტემურ დამნაშავეებთან კოჰაბიტაციის მორიგი მსხვერპლი გაიღო ქვეყანამ, მეგობრებმა, ოჯახმა.
როდემდე?
მკვლელები ისევ მოძვრებიან ხელისუფლებაში, „ძაღლები“ ბავშვებს დასდევენ და აფსმევინებენ, პრეზიდენტის ოჯახსაც კი ატერორებენ. უბრალო მოქალაქემ რაღა ქნას. მოქალაქემ, რომელიც ადვოკატთან ერთად მოძრაობს, იმიტომ რომ ნებისმიერ პროვოკაციას ელოდება, რომელსაც 2 კვირის წინ მეორე გოგო ეყოლა და მომავალზე ფიქრობს, ბავშვებზე და ახლობლებზე, მაგრამ მზადაა ყველაფერი სასწორზე შეაგდოს, მისიანს თუ რამე გაუჭირდა.
ასეთი კაცი მოკლეს ბოზებმა და ნასედკებმა.
ეს არ იყო ამ უბედური და უბადრუკი ბადუკას ჩანაფიქრი, რომელიც ეგრევე ჩაბარდა. ვიღაცეებმა იცოდენ, რომ სოსო ხვალ საქართველოდან მიდიოდა.
ბადუკა რო წავიდა ეგეთ ნაბიჯზე, ვიღაცა რაღაცას დაპირდა და თან რაღაცით გამოჭერილი ყავდა.
უნდა გაირკვეს – ვისთან მოძრაობდა ბადუკა ბოლო პერიოდი, სად იშოვა იარაღი, ვინ უთხრა სოსოს მარშრუტი, ვინ იყო ჩასაფრებული სოსოს სახლთან და ა.შ.
თეა წულუიანმა სოსოსთან ფოტო რო გადაიღო, ამაზე შეჭამეს. თვითონ მკვლელებმა. ანუ ნაცებმა.
დღეს ქვეყნის მართვის სადავეები ისევ სახეშეცვლილ ნაცებს უჭირავთ. შს მინისტრი, რომელიც საგადასახადო პოლიცია ინსპექციაში ნებივრობდა ნაცების დროს, მაგ თანამდებობას სასწრაფოდ უნდა მოშორდეს! სასწრაფოდ!!!
„არჩევნების შემდეგ სამართლიანობის აღდგენაზე საუბარიც კი შეწყდება“ – სტატია ასეთი სათაურით, დღეს გამოქვეყნდა „რეზონანსში“
შეწყდება და ისევ ნაცისტანში ჩავვარდებით.
მე ამას არ შევეგუები. გინდაც მესროლონ. სროლაზე უარესი ეპიზოდები გამივლია.
ამ საქმეს მაგალითად, ბოლომდე ჩავყვები. – წერს ფაცურია

Comments
Loading...