„დღეს გასვენება მაქვს, ხვალ გადმორეკე“ – წლის ფოტო

„ხელოვნური სუნთქვის“ გმირმა, რეზიმ ბოლო სერიაში თამუნას წიგნის პრეზენტაციაზე თავი მოიკლა. როგორც ჩანს, მსახიობ დავით ჯაყელს გადაღების დროს მობილურზე დაურეკეს და ეს კადრი ფოტოგრაფმა დააფიქსირა.

მსახიობს ფოტო სოციალურ ქსელში აუტვირთეს. მისი მეგობრები ფოტომ ხუმრობის ხასიათზე დააყენა.

„დღეს გასვენება მაქვს ხვალ გადმორეკეთ“; „აშკარად პატარაა კუბო“; „თამარ ერაძეს რა ვუთხარი, დაგვღუპა და დაგვდვა“, – წერენ ფოტოს ქვეშ მსახიობის მეგობრები.15672482_1270274813015790_6914478627480109743_n

Leave A Reply

Your email address will not be published.