“დღეს ირინა ენუქიძე ცოცხალი რომ იყოს, მარგველაშვილს სილას გააწნავდა”

„სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის გვერდით ბევრი მოღალატე აღმოჩნდა და აღშფოთებული და საშინლად შეურაცხყოფილი ვარ, რომ დღეს ეს მოღალატეები თამარ მეფის ორდენებს არიგებენ”, – აღნიშნული განცხადება დეკანოზმა გრიგოლმა (გოგიჩაძემ) „ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში გააკეთა. დეკანოზი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილს უფლება არ აქვს ირინა ენუქიძეს თამარ მეფის ორდენით აჯილდოვებდეს.

„ვაპროტესტებ და ვაცხადებ, რომ მარგველაშვილს, რომელმაც ბატონ ბიძინას უღალატა, უფლება არ აქვს, ვინმე და მითუმტეს, ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვოს. ირინა ენუქიძე ჩემი სულიერი შვილი იყო, მებრძოლი შვილმკვდარი დედა. დღეს ის ცოცხალი რომ ყოფილიყო მარგველაშვილს სილას გააწნავდა და მოღალატისგან ჯილდოს არ მიიღებდა.

მარგველაშვილმა, ირაკლი ალასანიამ და კიდევ სხვა მოღალატეებმა არამარტო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ქვეყნის არჩევანს, საზოგადოებას უღალატეს და დღეს თავიანთი მოქმედებით აძლიერებენ და ხელს უწყობენ მტარვალ ნაციონალებს”, – განაცხადა დეკანოზმა.

წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი”

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)

Leave A Reply

Your email address will not be published.