დღეს ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადების დღეა

თეატრისა და კინოს უბადლო დიდოსტატი, სახელმწიფო და მრავალი სახელობითი პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი ოთარ მეღვინეთუხუცესი 1932 წლის 16 იანვარს დაიბადა. მის მიერ შესრულებული როლები ყოველთვის გამორჩეული და ადვილად დასამახსოვრებელი იყო. მას შეეძლო ეთამაშა როგორც ტრაგიკული და ასევე კომედიური როლები, ორივე მათგანში მთელ გულს დებდა და თითოეულ მათგანში უზადო შთაბეჭდილებას ტოვებდა. მისი როლები როგორც ქართულ კინოში ისევე თეატრში უკვდავია, ისინი ქართული კინოსა და თეატრის ოქროს ფონდს წარმოადგენენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.