დღეს ქვემო ქართლში მიწისძვრა ორჯერ დაფიქსირდა

ცოტა ხნის წინ  დმანისთან მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, 15:07 საათზე მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დმანისის დასავლეთით 18 კმ-ში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.

დღეს ამ რეგიონში მიწისძვრა ორჯერ მოხდა. დღესვე, თბილისის დროით 10:32 საათზე 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ ფოკადან 8 კმ-ში მოხდა.

წყარო: რუსთავი 2

Comments
Loading...