დღეს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებია

დღეს საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი: გოჩა სვანიძე და ილია ზედგინიძე იბრძოლებენ.
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებს რაგბის კავშირის საერთო კრება ატარებს. წინასწარი ინფორმაციით, არჩევნები დახურულ რეჟიმში გაიმართება.
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 13:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართება

Comments
Loading...