დღეს, შავი ზღვის სანაპიროზე, 5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

სინოპტიკოსები სანაპირო ზოლსა და მაღალმთიან აჭარაში თოვასა და ქარბუქს პროგნოზირებენ.

სინოპტიკოს ხათუნა აფაიძის ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპიროზე დღის მეორე ნახევარში ამინდი გაუარესდება, ასევე 5 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსის თქმით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ნალექი თოვლის სახით. პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი 12-17 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 – +1 იქნება, ხოლო ღამით -2 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი.

Comments
Loading...