დი კაპრიოს „ოსკარი“ რესტორანში დარჩა

პორტალ TMZ-ს რეპორტიორმა მოახერხა, გადაეღო ლეონარდო დი კაპრიოს „ოსკარის” მიღების შემდგომი წვეულება. გამარჯვებისა და ოსკარის after-party-ის შემდეგ მსახიობი მეგობრებთან ერთად რესტორანში წავიდა გასართობად. რეპორტიორმა დააფიქსირა, როგორ დარჩა დი კაპრიოს „ოსკარი” რესტორანში, სამაგიეროდ, არ დავიწყებია შამპანური. რომ არა რესტორნის თანამშრომლის ყურადღება, რომელმაც ოქროს ქანდაკება უკვე მანქანაში ჩასხდომისას გამოუტანა ტიტულოვან სტუმარს, ლეო კვლავ „ოსკარის” გარეშე დარჩებოდა.

Comments
Loading...