“დიახ, გია უდესიანს არანაირი ფული არ უღირდა იმისთვის, რომ ვინმე მოეკლა”

გია უდესიანის დის ნატო უდესიანის განცხადებით, გია უდესიანი თანახმა იქნება სკაიპით დაკითხვაზე, მან ამის თაობაზე თანხმობა პირდაპირი ეთერით მაშინვე განაცხადა, თუმცა პროკურატურას ჯერჯერობით არ მიუმართავს მისთვის.

“მინდა, ვუპასუხო ბესიკ ხარძიანის შვილს, მესმის, ძნელია, როდესაც მამა ჰყავთ გარდაცვლილი, მაგრამ ჩვენთვის ძალიან ძნელია, როცა ასე დაუსაბუთებლად, უსამართლოდ უკვე მერამდენედ ცილს წამებენ გია უდესიანს, დიახ, გია უდესიანს არანაირი ფული არ უღირდა იმისთვის, რომ ვინმე მოეკლა, გია უდესიანი არ იჯდა და არ გეგმავდა არსად არავის სიკვდილს. გია უდესიანს არანაირი მოტივი არ ჰქონდა ამისთვის, არ მინდა, უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარიო, მაგრამ ოჯახის წევრების განცხადებებიდან გამომდინარე, გაცილებით მეტი მოტივი ჩანს, ბესიკ ხარძიანის მეუღლის ეკა ნონიკაშვილის მხრიდან”, – განაცხადა უდესიანმა “იბერიას” ეთერში.

მისივე თქმით, გია უდესიანი ბესიკ ხარძიანს მტრად არ აღიქვამდა არასოდეს.

ბესიკ ხარძიანის შვილების განცხადებით, მამა მათ ეუბნებოდა, რომ მისი მოკვლა გია უდესიანს და რეზო ქურასბედიანს შეეძლო.

Comments
Loading...