დიდთოვლობა რაჭაში – მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

დიდთოვლობა რაჭაში. სოციალურ ქსელში სოფელ ღებში გუშინ გადაღებული კადრები ვრცელდება, სადაც მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

თოვლის საფარმა, გავრცელებული მასალის მიხედვით, ერთ მეტრს გადააჭარბა.

წუხელ ღებთან ზვავი ჩამოწვა და მხარის გუბერნატორის თქმით, აქ დილიდან გაწმენდითი სამუშოები მიმდინარეობს.

Comments
Loading...