დიდუბეში შუახნის მამაკაცს მატარებელი დაეჯახა
დიდუბე-ავჭალის გადასასვლელ რკინიგზაზე, შუახნის მამაკაცს მატარებელი დაეჯახა.
მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ბათუმისკენ მიმავალი ორსართულიანი მატარებელი დაეჯახა.
როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.