დიმიტრი ხუნდაძე: პირველადი მოხმარების პრეპარატების სახელმწიფო შესყიდვას ვგეგმავთ

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მედიკამენტების კომპონენტი გაიზრდება, მისი თქმით, პირველადი მოხმარების პრეპარატების სახელმწიფო ან რეგიონალური შესყიდვები იგეგმება, იმის გამო, რომ ფასები უფრო დაბალი იყოს.

“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში წამლები შედის, გარდა იმისა რომ ვერტიკალური პროგრამის, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები პროგრამულად ღებულობდნენ პრეპარატებს, არა ყველას რა თქმა უნდა, იმას რაც არის ჩამონათვალში. სტაციონალურ მომსახურების შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულად აფინანსებს პრეპარატებს, მაგრამ ჩვენ ახლა ვგეგმავთ, რომ მოვახდინოთ სახელმწიფო შესყიდვა, შეიძლება ეს იყოს რეგიონალური შესყიდვა, რომ ფასი იყოს დაბალი და მოვახდინოთ ესენციალური პრეპარატების მიწოდება იმ მოსახელობისათვის, რომელსაც მეტად სჭირდება დამხარება, პირველადი მოხმარების პრეპარატებზე გვაქვს საუბარი. ანუ მედიკამენტების კომპონენტი უნდა გაიზარდოს”,- განაცხადა ხუნდაძემ.

Comments
Loading...