დიმიტრი ლორთქიფანიძე და ზაზა დავითაია თინა ხიდაშელს უზნეოს უწოდებენ

„ივერიონის’’ პრეს კლუბში 19 ოქტომბერს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის და უფლებადამცველ, ყოფილ პოლიტპატიმარ ზაზა დავითაიას ერთობლივი პრეს–კომფერენცია გაიმართა.

ზაზა დავითაიას თქმით, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მთავარი დაპირების შესრულება და ვერ აღასრულა სამართლიანობა, რამაც ინერცია მისცა და ხელ–ფეხი გაუხსნა ანტისახელმწიფოებრივად განწყობილ ადამიანებს, ხელისუფლებაში ხალხის სურვილის საწინააღმდეგოდ „ხათრით მოსულ’’ პარტიებს, კერძოდ კი ძველი რეჟიმის გამგრძელებელ რესპუბლიკურ პარტიას.

დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, რომ არა ქართული ოცნება ,,ნაც. მოძრაობის მონათესავე ძალა, 2% –იანი რესპუბლიკური პარტია“ ვერასდროს შეძლებდა ხელისუფლებაში. ისინი უშუალოდ ადანაშაულებენ თინა ხიდაშელს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაკეთებული განცხადების გამო .მას უზნეოს უწოდებენ და თვლიან, რომ ხიდაშელის მინისტრობა ამ განცხადებას უნდა გადაყვეს.

დავითაიას და ლორთქიფანიძის თქმით, უზნეო ადამიანები არ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, ადამიანების, რომლებიც თვლიან, რომ გამვრცელებლების დასჯა პრიორიტეტულია.

მათი მთავარი მოთხოვნაა თინა ხიდაშელმა დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა, რადგან ის არ იმსახურებს მინისტრის პორთფელს და ხალხის მხარდაჭერას.

მათი აზრით, ასეთმა ადამიანებმა ასპარეზი უნდა დაუთმონ იმ ძალას, რომელიც ხალხის აზრის გამოხატვას მოემსახურება. დიმიტრი ლორთქიფანიძე მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, როგორც ქვეყნის პირველ მოქალაქეს, გამოვიდეს და გააკეთოს კომენტარი თავდაცვის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით.

Leave A Reply

Your email address will not be published.